პროექტის სახელწოდება : ,,სწორი, ჯანსაღი კვება, ცხოვრების ჯანსაღი წესი“
პროექტის აქტუალობა: სადამრიგებლო მეორე კლასში ჩემი დაკვირვებით,
გასაუბრებით, გამოკითხვებით შევატყვე, რომ ბავშვები ვერ ერკვევიან, რას ნიშნავს
სწორი კვება, თავის დროზე ძილი, ცხოვრების
ჯანსაღი წესი... შევატყვე, რომ დასვენებებზე სკოლაში ისინი ძირითადად
სახლიდან მოტანილი არაჯანსაღი პროდუქტით (ჩიფსებით, ტოსტებით,
გაზიანი სასმელებით..)
იკვებებიან, ზოგჯერ ვერ იცავენ ჰიგიენის წესებს, ხშირად უწევთ
გარეთ გასვლა, მუცლის არეში აქვთ უსიამოვნო შეგრძნებები, ამიტომ გადავწყვიტე
მოსწავლეებს გავსაუბრებოდი და გამომეკვეთა არაჯანსაღი საკვების მავნებლობა და
მშობლების დახმარებით დაედგინათ რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ საკვებს მათ
ცხოვრებაში.
პროექტში მონაწილენი: მეორე კლასის მოსწავლეები,
მშობლები.
პროექტის ხანგრძლივობა: 2კვირა.
პროექტის მიზნები: მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო
ცხოვრებაში;
პატარებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა
ჯანმრთელობის საკითხებზე, ცხოვრების
ჯანსაღ წესზე.
მოსწავლეებს
განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების კვლევა-ძიების უნარ-ჩვევა
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
ბ) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
ვ) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
პროექტის ამოცანები:
·
სამუშაო გეგმის შემუშავება
·
დავალებების გადანაწილება
·
ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით
·
დისკუსია, ფილმის ჩვენება
·
შეძენილი ინფორმაციების დახარისხება და პრეზენტაციისათვის
მზადება
·
კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა
·
პროექტის პრეზენტაცია
მოსალოდნელი შედეგები:
·
შედგება
მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
·
ბავშვები მრავალ
სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ თავიანთი ჯანმრთელობის, მოვლის შესახებ;
·
პატარები
დარწმუნდებიან, რომ ექიმთან ვიზიტი სულაც არაა საშიში და რომ ისინი
მუდმივად უნდა ზრუნავდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები, დამრიგებელი,
სკოლის სასადილოს მომსახურე პერსონალი (გამყიდველი-1, დამლაგებელი-1).
მატერიალური რესურსი: - პროექტორი-1, ნოუთბუქი-1, ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები:
ჩავატარებ
მოსამზადებელ სამუშაოებს და განვახორციელებ
შემდეგ აქტივობებს:
პირველი
აქტივობა ---
გავესაუბრები მოსწავლეებს, მოვაწყობ დისკუსიებს, დავუსვამ
კითხვას, ,,რითი ვიკვებებით?“, არის თუ არა სასარგებლო მიღებული საკვები
ჯანმრთელობისთვის?.“
თემის უკეთ გასაცნობად შევთავაზებ პროექტზე მუაობას
თემის უკეთ გასაცნობად
შევთავაზებ პროექტზე მუაობას
შევიმუშავებთ
პროექტის სამუშაო გეგმას და გადავანაწილეთ დავალებებს
დავალებებს გადანაწილება მოხდება
შესააბამისად განსხვავებული ინტერესისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.
ვთხოვ მოსწავლეებს რომ დაიხმარონ მშობლები და მოიძიონ ინფორმაცია
საკვებზე. კლასს დავყოფ ორ ჯგუფად:
I ჯგუფი მოიძიებს
ინფორმაციას თუ რა შემცველობა შედის ძეხვში, მაიონეზში, საზიანოა თუ არა
ჯანმრთელობისთვის.
II ჯგუფი მოიძიებს
ინფორმაციას გაზიან სასმელებზე, მის შემცველობაზე.
მეორე
აქტივობა --- შევხვდები ექიმს,დაველაპარაკები მოსწავლეებთან შეხვედრის თაობაზე, მოვილაპარაკებთ, რა
საკითხზე იქნება უფრო საჭირო ყურადღების გამახვილება, დავთქვამთ შეხვედრის დროს,
შევთანხმდებით სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებაზე, რათა ბავშვებს უფრო
გაუადვილდეთ ინფორმაციის აღქმა.
მესამე აქტივობა --მშობლებთან ერთად შევხვდები ექიმს. დავეხმარები მას, რომ ეს
შეხვედრა ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენი პატარებისთვის, ასევე ვაჩვენებ
ფილმს ჯანსაღ კვებაზე.
ექიმი მშობლებსა და
მოსწავლეებს წაუკითხავს მინი ლექციას ჯანსაღ კვებაზე, გაესაუბრება შემდეგ საკითხებზე:
·
დღის
რეჟიმი;
·
პირადი
ჰიგიენა;
·
ძილი;
·
ჯანსაღი
ცხოვრების წესი;
·
ვიტამინები;
·
მიკრობები
და ბაქტერიები;
·
სწორად
კვების ოქროს წესი.
ექიმის წასვლის შემდეგ ვაჩვენებ ფილმს ჯანსაღ საკვებზე.
მეოთხე
აქტივობა ---მოვახდენ პროექტის შეჯამებას,
ბავშვებთან ჩავატარებ ზეპირ გამოკითხვას, დავაკვირდები, რამდენად კარგად გაიგეს
მათ ექიმთან შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია.
შემდეგ ეტაზე
მოხდება მოძიებული ინფორმაციის დამუშავება
შეიქმნება პროექტის ამსახველი ბუკლეტი და კედლი
გაზეთი, გამოიკვრება სკოლაში თვალსაჩინო ადგილას.
პროექტის დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია,
სადაც მოწვეული იქნება სხვა სკოლის წარმომადგენლები, მშობლები და ადმინისტრაცია
ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები
შესასრულებელი დავალებების
ვადები, (ალტერნატივა -გამოვიყენებთ ინფორმაციის დამუშავება დახარისხების დროს
ასევე პროექტის პრეზენტაციის დროს ),
მოწვეული მშობლების, სტუმრების დათქმულ შეხვედრებს, დისკუსიის დროს მათი
გადატვირთული განრიგიდან გამომდინარე, (ალტერნატივა სკოლის მასწავლებელი, სკოლის ექიმი)
პროექტის შედეგები:
გამოიკვეთება
მშობლების
ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
ბავშვები მიიღებენ მრავალი სასარგებლო ინფორმაციას თავიანთი ჯანმრთელობის შესახებ, ასევე ჯანსაღი ცხოვრების
წესზე.
პატარები დარწმუნდებიან, რომ ექიმთან ვიზიტი
სულაც არაა საშიში და აუცილებელია მუდმივად
ზრუნვა
საკუთარ ჯანმრთელობაზე.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანა გაბელაია
ბიუჯეტი: სკოლის ბაზაზე
სამუშაო გეგმა
საპროექტო
საქმიანობები
|
პასუხისმგებელი
პირი
|
ვადები თვეების
მიხედვით
|
• სამუშაო გეგმის
შემუშავება • დავალებების გადანაწილება
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
|
ინფორმაციის
მოძიება
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
|
დისკუსია ფილმის ჩვენება
|
მასწავლებელი
მოსწავლე
|
|
შეძენილი ინფორმაციების დახარისხება
და პრეზენტაციისათვის მზადება
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
|
კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
|
პროექტის პრეზენტაცია
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
შეფასება
პროექტის შუალედური და საბოლოო
შეფასება:
მონიტორინგი/
შეფასება
|
ვის მიერ
|
როდის
|
რა კრიტერიუმებით
|
პირველი შუალედური
მონიტორინგი
|
მასწავლებელი,
მოსწავლეები
|
პროექტზე მიმდინარეობის
პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
|
|
მეორე შუალედური
მონიტორინგი
|
მასწავლებელი
|
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი
|
|
საბოლოო შეფასება
|
მოსწავლეები
|
პრეზენტაცია
|
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისთვის
საჭირო საქმიანობები
|
მონიტორინგის
ინდიკატორები
|
თარიღი
|
1. ვამოწმებთ მოსწავლეების
მიერ მოძიებულ ინფორმაციის სანდოობას
|
ვამოწმებთ
მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა
წყაროების სანდოობას
|
|
2. ვამოწმებთ პროექტის
მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
|
მათ მიერ მოძიებულ
ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
|
|
3. შედგა თუ არა ჯგუფის
წევრებს შორის თანამშრომლობა
|
ვაკეთებთ ანონიმურ
გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
|
|
4. ართმევენ თუ არა დაკისრებულ
მოვალეობებს თავს
|
ვაკვირდებით
მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
|
|
5. იცავენ თუ არა დროის
ლიმიტს
|
ვამოწმებთ
პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
|
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების
საგანი
|
კომენტარი
|
შედგა თუ არა
თანმშრომლობა
|
|
იყვნენ თუ
არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
|
|
ჰქონდა თუ
არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
|
|
იყვნენ თუ
არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა
პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
|
No comments:
Post a Comment