პროექტის
სახელწოდება: საქართველო და მისი
კუთხეები
პროექტის აქტუალობა: ქართული ენისა და
ლიტერატურის გაკვეთილზე შევისწავლეთ ლექსი,რომელშიც ნახსენები იყო საქართველოს კუთხეები.აღმოჩნდა
რომ მოსწავლეთა უმეტესობას არ აქვს მყარი და საფუძვლიანი ცონდა საქართველოს კუთხეების,მათი
ძირითადი მახასიათებლებისა და ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ.აღნიშნული საკითხის სიღრმისეული
შესწავლის მიზნით გადავწყვიტე პროექტის განხორციელება.
პროექტში
მონაწილენი: დაწყებითი კლასის მოსწავლეები
პროექტის
ხანგრძლივობა: 2 კვირა.
პროექტის
მიზნები:მოსწავლეებმა
შეძლონ საქართველოს კუთხეების დასახელება, დახასიათება ,მსგავსება-განსხვავების შესახებ
მსჯელობა;გაეცნონ ამა თუ იმ კუთხის ღირსშესანიშნავ ადგილებს,შეძენილი ცოდნა ადეკვატურად
გამოიყენონ პრაქტიკულ სიტუაციებში.
მოსწავლეთა
მიერ მასალის დამოუკიდებლად მოძიება და ორგანიზება.
ზოგადი
განათლების ეროვნული მიზანი:
იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე:
განუვითარდეს
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები: კონსტრუქციული თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა
და დემოკრატიული პრინციპების აღიარება.
ტექნოლოგიური თუ სხვა
ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.
კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან
პროექტის
ამოცანები: 1.საუბარი საქართველოს კუთხეებზე და პროექტის იდეის
შეთავაზება
.
2.მოსწავლეთა
ნამუშევრების გაცნობა.
3.ლიტერატურული
საღამოს გამართვა საქართველოს თემაზე.
4. კედლის
გაზეთისა და საქართველოს რუკის შექმნა მოსწავლ
ეთა თანამშრომლობით.
მოსალოდნელი
შედეგები: მოსწავლეებს შეექნებათ
გარკვეული წარმოდგენები კონკრეტულ კუთხეში გავრცელებული ტრადიციების,წეს-ჩვეულებების,დამახასიათებელი
ბუნებრივი პირობებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ.ითანამშრომლებენ ერთმანეთთან
და მოახდენენ ინფორმაციის ორგანიზებას.
ადამიანური
რესურსი: - მოსწავლეები, დაწყებთი კლასის
მასწავლებლები, დამრიგებლები, ბიბლიოთეკარი.
მატერიალური
რესურსი: - პროეტორი-1, ტელევიზორი -ეკრანი -3. ნოუთბუქი-1, ფლითჩარტი,ფანქრები,ფლომასტერები, ფოტოები, ვიდეორესურსი ინტერნეტიდან,წიგნები,საქართველოს რუკა,ჰიმნი
და გერბი.
ამოცანების
განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:
Iაქტივობა-ვკითხულობ
ი.გოგებაშვილის „საქართველო და მისი ნაწილები“.ვსაუბრობთ საქართველოს კუთხეების შესახებ.ვარკვევთ
,ვის რომელი კუთხე უყვარს,ვის რომელ კუთხეში უმოგზაურია.ვაკეთებთ ასოციაციურ რუკას.მოსწავლეები
შეძლებისამებრ მსჯელობენ კუთხეების ადგილმდებარეობისა და ბუნებრივი პირობების შესახებ.დაწყებითი
კლასის მოსწავლეებს ვყოფ 4 ჯგუფ
ად და თითოეულ ჯგუფს ვავალებ მოიძიონ ინფორმაცია ფოტომასალებით
კონკრეტული კუთხეების შესახებ ინტერნეტიდან ან ენციკლოპედიებიდან.
II
აქტივობა-ჯგუფები ერთმანეთს გაუზიარებენ,გააცნობენ მოძიებულ
ინფორმაციებს საქართველოს კუთხეების შესახებ.ვაძლევ შემდეგ დავალებას:მოიძიონ და გაეცნონ
ქართველი პოეტებისა და მწერლების შემოქმედებას საქართველოს თემაზე.
III
აქტივობა- მოსწავლეების უშუალო თანამონაწილეობითა და თანამშრომლობით
გაიმართება ლიტერატურული საღამო საქართველოს თემაზე.მოვიწვევთ უფროსკლასელებს,მშობლებს,მასწავლებლებს.
IV
აქტივობა-ჯგუფების უშუალო თანამშრომლობით შევქმნით ერთობლივ
კედლის გაზეთს „საქართველოო ლამაზო...“;ასევე დავხატავთ საქართველოს რუკას ,მკაფიოდ გამოვსახავთ საქართველოს
კუთხეებს და გავაკეთებს შესაბამის აღნიშვნებს.
პროექტის დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია,
სადაც მონაწილეობას მიიღებს მშობლები, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები მოსწავლეები.
ხელისშემშლელი ფაქტორები: შესაძლოა მოსწავლეთა მცირე ნაწილმა ვერ მოახერხოს მასალების
მოძიება ინტერნეტის არქონის ან სხვა მიზეზის გამო.
პროექტის
შედეგები:შეისწავლიან საქართველოს კუთხეებს არსებითი მახასიათებლების
მიხედვით,განუვითარდებათ ინფორმაციის კვლევა-ძიებისა და თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები.
პროექტის
ხელმძღვანელი: ნანა გაბელაია
ბიუჯეტი: სკოლის ბაზაზე
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი
საპროექტო საქმიანობები
|
პასუხისმგებელი პირი
|
ვადები თვეების მიხედვით
|
Iაქტივობა-ვკითხულობ ი.გოგებაშვილის „საქართველო და
მისი ნაწილები
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
|
II აქტივობა-ჯგუფები ერთმანეთს გაუზიარებენ,გააცნობენ
მოძიებულ ინფორმაციებს
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
|
III აქტივობა- მოსწავლეების უშუალო თანამონაწილეობითა და
თანამშრომლობით გაიმართება ლიტერატურული საღამო
|
მასწავლებელი
მოსწავლე
|
|
IV აქტივობა-ჯგუფების უშუალო თანამშრომლობით შევქმნით
ერთობლივ კედლის გაზეთს „საქართველოო ლამაზო
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
|
კედლის გაზეთის და
ბუკლეტების შექმნა
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
|
პროექტის პრეზენტაცია
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
შეფასება
პროექტის
შუალედური და საბოლოო შეფასება:
მონიტორინგი/
შეფასება
|
ვის
მიერ
|
როდის
|
რა
კრიტერიუმებით
|
პირველი
შუალედური მონიტორინგი
|
მასწავლებელი,
მოსწავლეები
|
პროექტზე
მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
|
|
მეორე
შუალედური მონიტორინგი
|
მასწავლებელი
|
პროექტის
მიმდინარეობის მონიტორინგი
|
|
საბოლოო
შეფასება
|
მოსწავლეები
|
პრეზენტაცია
|
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:
პროექტის
მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
|
მონიტორინგის
ინდიკატორები
|
თარიღი
|
•
ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის
სანდოობას
|
ვამოწმებთ
მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა
წყაროების სანდოობას
|
|
•
ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
|
მათ
მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
|
|
•
შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
|
ვაკეთებთ
ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
|
|
•
ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
|
ვაკვირდებით
მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
|
|
•
იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
|
ვამოწმებთ
პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
|
პროექტის
განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების
საგანი
|
კომენტარი
|
შედგა
თუ არა თანმშრომლობა
|
|
იყვნენ
თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
|
|
ჰქონდა
თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
|
|
იყვნენ
თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ
არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
|
No comments:
Post a Comment