პროექტის სახელწოდება:ტყე და ადამიანი
პროექტის აქტუალობა:ჩვენს ქვეყანაში მწვავე პრობლემას წარმოადგენს ხე-ტყის
უკანონოდ ჩეხა. გულგრილი დამოკიდებულებით,უკულტურობითა თუ უცოდინრობით ადამიანები ხშირად იმ ტოტს ვჭრით ,რომელზედაც ვსხედვართ და ამ დროს
ვერც კი ვაცნობიერებთ დედაბუნებისთვის,ქვეყნისთვის , სიცოცხლისთვის,შვილებისთვის,ჯანმრთელობისთვის
მიყენებულ ზარალსა და ტკივილს.არ ვიაზრებთ მოსალოდნელ საფრთხეებს.ამ პროექტის განხორციელებით
მსურს დავანახო მოსწავლეებს მოსალოდნელი საფრთხეები და ადამიანთა გულგრილი ქმედებით
გამოწვეული შედეგები.
პროექტში მონაწილენი: 2 კლასი
პროექტის ხანგრძლივობა:2კვირა
პროექტის მიზნები:მოსწავლემ გაიღრმავოს ცოდნა ტყის შესახებ.შეძლოს განასხვავოს
გარემოში ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებები,გამოუმუშავდეს ტყისადმი მზრუნველობითი
დამოკიდებულება.მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით
და ტყეში ქცევის წესების ჩამოყალიბება.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა.
იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
განუვითარდეს სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები: კონსტრუქციული ათნამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი
აზროვნება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა და დემოკრატიული პრინციპების აღიარება.
ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად
გამოყენება; ინფორმაციის
მოპოვება, დამუშავება
და ანალიზი.
კომუნიკაცია ინდივიდებთან
და ჯგუფებთან.
პროექტის ამოცანები:1.პროექტის იდეის გაცნობა.
2.მოსწავლეთა
მიერ შესრულებული დავალების წარდგენა და
ვიდეორგოლის ჩვენება მოცემულ თემატიკაზე.,,საკლასო
ტყის“
შექმნა.
3.მოკლე
ექსკურსი ბუნებაში,ტყეში. დაკვირვება ხეებზე
და გარემოს
შესწავლა. ბუნებაში,ტყეში სეირნობისას
გასათვალისწინებელი
ქცევის წესების შემუშავება და
ჩამოყალიბება.
4.ტყის
,როგორც ჩვენი ეროვნული საგანძურის დაცვისა და
გაფრთხილებისათვის
პრევენციული აქტივობების ჩატარება .
ნერგების
დარგვა . ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:
აქტივობა
N1-ვსაუბრობ მოსწავლეებთან რომ ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელი და სასარგებლო
ბუნებაში ყოფნა.ტყე კი ბუნების განუყოფელი ნაწილია. ვაგრძელებთ და ვავრცობთ ტყის თემატიკას.მოსწავლეებს წყვილებში დავურიგებ ბარათებს
და ვთხოვ ჩამოწერონ თუ რა იციან ტყის შესახებ.ერთმანეთისთვის მოსაზრებების გაზიარების
შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზებ პროექტზე მუშაობას.გავანაწილებ 2 ჯგუფად.პირველ ჯგუფს
მივცემ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია და შესაბამისი ფოტომასალა ფოთლოვანი ტყეების და
ფოთლოვანი ხეების შესახებ.მეორე ჯგუფი მოიძიებს წიწვოვანი ტყეებისა და წიწვოვანი ხეების
შესახებ ინფორმაციას ფოტომასალასთან ერთად.
აქტივობა N2- ხდება მოსწავლეთა მიერ მოძიებული მასალების
წარდგენა, თემასთან დაკავშირებული ვიდეორგოლის ჩვენება,სადაც აგრეთვე ვისმენთ რ.ინანიშვილის
მოთხრობას ,,მუხა,“ვაანალიზებთ მოთხრობას ,ვმსჯელობთ და გამოგვაქვს სათანადო დასკვნები
ადამიანის გულგრილი და დაუნდობელი ქცევების შესახებ.ვცდილობთ გავიზიაროთ მუხის ტკივილი
და გამოვხატავთ ემპათიას.
აქტივობა N3-ახლომდებარე ტყე/პარკში ვგეგმავთ ექსკურსიას
,რათა დავაკვირდეთ ხეებს,მცენარეებს.ვისაუბრებთ
ტყის,როგორც სანიტრის,ნიადაგდაცვით,წყალდაცვით და ქარდაცვით მნიშვნელობაზე.ვიმსჯელებთ
ადამიანების იმ საქმიანიბების შესახებ რომელიც ზიანს აყენებს ტყეს. შევიმუშავებთ ტყეში
ყოფნისას გასათვალისწინებელ წესებს.
აქტივობა N4-ტყის დაცვისა და გაფრთხილებისათვის ჩავატარებთ
მიზანმიმაღთულ პრევენციულ ღონისძიებებს.დაწყებითი კლასის მოსწავლეები უფროსკლასელთა
დახმარებით, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან თანამშრომლობით დაამზადებენ საინფორმაციო
ბუკლეტს სახელწოდებით ,,ტყე შეუნახე შვილებსა“,სადაც ყურადღება გამახვილებული იქნება
იმ საფრთხეებზე, რომელსაც იწვევს ადამიანის უარყოფითი საქმიანობა და გულგრილობა.ასევე
ბუკლეტში მოცემული იქნება სასარგებლო რჩევები.სოფლის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილებში
მოსწავლთა უშუალო ჩართულობით მოსახლეობას დავურიგებთ საინფორმაციო ბუკლეტებს.სკოლის
ეზოში კი დავრგავთ ხეებს.
შეიქმნება პროექტის
ამსახველი ბუკლეტი და კედლი გაზეთი გაზეთი, რომელიც გაიკვრება თვალაჩინო ადგილას
პროექტის დასასრულს
გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იქნება სხვა სკოლის წარმომადგენლები,
მშობლები და ადმინისტრაცია
ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები, დაწყებითი განათლების მასწავლებლები, დამრიგებლები.
მატერიალურირესურსი: - პროეტორი-1, ტელევიზორი -ეკრანი -3. ნოუთბუქი-1, ქაღალდი, ფოტოები, ვიდეორესურსი ინტერნეტიდან
.
ფლომასტერები,ფანქრები.
ხელისშემშლელი ფაქტორები: შესაძლოა უამინდობის გამო ვერ მოვახერხოთ ტყე-პარკში
წასვლა.ამ შემთხვევაში სკოლის ბაღში გავისეირნებთ.
პროექტის შედეგები:ბავშვები გაიგებენ თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ტყის
განადგურებამ ადამიანსა და სიცოცხლეს.მოსწავლეები თავიანთ თანატოლებთან ერთად დარგავენ
ხეებს,ჩამოუყალიბდება გარემოსდაცვითი დამოკიდებულება,რომ
ტყე არის სიცოცხლის წყარო,ის დედამიწის ფილტვებია და ასუფთავებს ჰაერს.ასევე მოსწავლეს
გამოუმუშავდება კვლევის,გარემოს შესწავლის,თანამშრომლობის უნარები.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანა გაბელაია
ბიუჯეტი: სკოლის ბაზაზე
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი
საპროექტო საქმიანობები
|
პასუხისმგებელი პირი
|
ვადები თვეების მიხედვით
|
სამუშაო გეგმის შემუშავება • დავალებების გადანაწილება
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
|
ექსკურსია
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
|
დისკუსია
|
მასწავლებელი
მოსწავლე
|
|
ინფორმაციის დამუშავება
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
|
კედლის გაზეთის და
ბუკლეტების შექმნა
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
|
პროექტის პრეზენტაცია
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
შეფასება
პროექტის
შუალედური და საბოლოო შეფასება:
მონიტორინგი/
შეფასება
|
ვის
მიერ
|
როდის
|
რა
კრიტერიუმებით
|
პირველი
შუალედური მონიტორინგი
|
მასწავლებელი,
მოსწავლეები
|
პროექტზე
მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
|
|
მეორე
შუალედური მონიტორინგი
|
მასწავლებელი
|
პროექტის
მიმდინარეობის მონიტორინგი
|
|
საბოლოო
შეფასება
|
მოსწავლეები
|
პრეზენტაცია
|
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:
პროექტის
მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
|
მონიტორინგის
ინდიკატორები
|
თარიღი
|
•
ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის
სანდოობას
|
ვამოწმებთ
მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა
წყაროების სანდოობას
|
|
•
ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
|
მათ
მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
|
|
•
შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
|
ვაკეთებთ
ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
|
|
•
ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
|
ვაკვირდებით
მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
|
|
•
იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
|
ვამოწმებთ
პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
|
პროექტის
განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების
საგანი
|
კომენტარი
|
შედგა
თუ არა თანმშრომლობა
|
|
იყვნენ
თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
|
|
ჰქონდა
თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
|
|
იყვნენ
თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ
არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
|
No comments:
Post a Comment