იაკობ გოგებაშვილი და დედაენა


პროექტის სახელწოდება-იაკობ გოგებაშვილი და დედაენა
პროექტის აქტუალობა-დედაენა ყოველი ჩვენგანის წიგნია.მითუმეტეს როდესაც საქმე დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ეხება .  წელს მეორე კლასის დამრიგებელი ვარ.სკოლაში ვხელმძღვანელობთ გამომცემლობა "ტრიასის" ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნით,რომელშიც არ არის მოცემული გოგებაშვილის მოთხრობები.მსურს პატარებს ღრმა წარმოდგენები შევუქმნა იაკობ გოგებაშვილისა და მისი მემკვიდრეობის -"დედაენის"შესახებ. ამიტომ აქტუალურად მიმაჩნია პროექტის განხორციელება  აღნიშნულ თემაზე.შედეგად მოსწავლეები უფრო მეტს გაიგებენ უნიკალური წიგნის „ დედაენის“ შესახებ,გაიღრმავებენ ცნობიერების დონეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის შესახებ, და დარწმუნდებიან იმაში რომ „ენა დედაა ერისა“ . გამოიმუშავებენ      თანამშრომლობით და საკომუნიკაციო უნარებს. შეიყვარებენ და დაიცავენ ენის სიწმინდეს.        
პროექტში მონაწილენი:  2 კლასი,მშობლები,მასწავლებლები,სოფლის თემი,სკოლის მოსწავლეები,ბიბლიოთეკარი
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა
პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაეცნობიან იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაიას და მის
                                     უკვდავ დედაენას
                                   გაუღრმავდებათ კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი უნარები
                                  
                                  


პროექტის ამოცანები:
                                        სამუშაო გეგმის შემუშავება
                                        ფილმის ყურება იაკობ გოგებაშვილზე და დისკუსია
                                      
                                        ბიბლიოთეკაში სტუმრობა და წიგნების მოძიება
                                        ოჯახის წევრების გამოკითხვა თუ რომელი დედაენის წიგნით
                                           სწავლობდნენ
                                        მოკლე პრეზენტაცია
                                         ექსკურსია ვარიანში
                                         ბროშურების შედგენა  და პრეზენტაციისათვის მზადება
                                         წიგნების გამოფენა და პროექტის პრეზენტაცია


მოსალოდნელი შედეგები:გამოუმუშავდებათ ინფორმაციის კვლევა-ძიების უნარები,განუვითარდებათ თანამშრომლობისა და კომუნიკაციის კომპეტენციები,გაიღრმავებენ ცოდნას დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის შესახებ.

ადამიანური რესურსები: მოსწავლეები,სკოლის ბიბლიოთეკარი,მშობლები,მასწავლებლები,სოფლის საზოგადოება
მატერიალური რესურსები: პრორექტორი 1 , კომპიუტერები, პლიფჩატი 3, მარკერი 5 ცალი,ფერადი ფურცლები


ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები:
 აქტივობა 1:    სამუშაო გეგმის შემუშავება
შევკრიბავ მოსწავლეებს,გავაცნობ პროექტის თემას.შევეკითხები თუ რა იციან იაკობ გოგებაშვილზე და მის დედა ენაზე. თემის უკეთ გასაცნობად შევთავაზებ პროექტზე მუშაობას
შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო გეგმას და გადავანაწილებთ დავალებებს, დავალებებს გადანაწილება მოხდება შესაბამისად განსხვავებული ინტერესისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.

აქტივობა 2: ფილმის ყურება და დისკუსია
მოსწავლეები უყურებენ დოკუმენტურ ფილმს იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის შესახებ,რისი ყურების შემდეგაც ზეპირი ღია კითხვების საშუალებით გამართავენ დისკუსიას და ნახავენ თუ რა და როგორ გაიგეს ფილმიდან .ასევე მასწავლებელი მისცემთ მათ შემდეგ დავალებას:
მოსწავლეები დაიყოფიან ორ ჯგუფად .პირველი ჯგუფი ესტუმრება ბიბლიოთეკას.ბიბლიოთეკარი დაეხმარებათ მათ იაკობ გოგებაშვილის ძველი წიგნების მოძიებაში,დაათვალიერებინებს და ესაუბრება მათ თემის შესაბამის საინტერესო საკითხებზე .მეორე ჯგუფი სთხოვს ოჯახის წევრებს გაიხსენონ და გააცნონ მათ თუ რომელი დედაენის წიგნით სწავლობდა მათი თაობა.
აქტივობა 3;
 მოძიებულ იმფორმაციას მოსწავლეები გააცნობენ ერთმანეთს მოკლე პრეზენტაციით
აქტივობა 4; ექსკურსია ვარიანში
მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად მოვაწყობ ექსკურსიას ვარიანში,სადაც ბავშვები უფრო მეტ რამეს გაიგებენ ამ ბუმბერაზი მწერლის შესახებ და თავიანთი თვალით ნახავენ გოგებაშვილის სახლს,მის ნივთებს,და პირველ მერხებს,
აქტივობა 5: ბროშურების შედგენა,პრეზენტაციისათვის მზადება
მოსწავლეები გააკეთებენ პატარა ბუკლეტებს ,რომელიც შედგენილი იქნება ანბანის მიხედვით და  ჩახატავენ მასში შესაფერისად.( მაგალითად:  „ია“.დახატავენ ია ყვავილს და ა.შ)
აქტივობა 6 ;პრეზენტაცია

მოვიწვევთ სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სოფლის საზოგადოებას და მშობლებს.მოაწყობენ ძველი დედა ენის წიგნების გამოფენას და წარმოადგენენ თავიანთ ცოდნას პრეზენტაციის სახით.ბროშურებს დაურიგებენ სხვა ჯგუფის მოსწავლეებს

ხელისშემშლელი ფაქტორები: შეიძლება ცუდი ამინდის გამო ვერ წავიდეთ ექსკურსიაზე
გავითვალისწინეთ ის რომ შეიძლება  ვერ მოხერხდეს ექსკურსიაზე წასვლა.ამ შემთხვევაში მოვიწვევთ ქართულის მასწავლებელს და მასთან მოვაწყობთ გასაუბრებას შესაბამის საკითხზე. ასევე შეიძლება ყველა მოსწავლე ერთნაირი ინტერსით ვერ ჩაერთოს მუშაობაში; ტექნიკური რესურსების გაუმართაობა ღონისძიების განხორციელებისას.


პროექტის ხელმძღვანელი ნანა გაბელაია
პროექტის ბიუჯეტი:
პლიფჩატი
სკოლის ბაზაზე
პროექტორი
სკოლის ბაზაზე
თაბახები
სკოლის ბაზაზე
მარკერები
სკოლის ბაზაზე
ფერადი ფურცლები
სკოლის ბაზაზე
კომპიუტერი
სკოლის ბაზაზე

სკოლის ბაზაზე



პროექტის ვებ გვერდი / ბლოგი


                                                            სამუშაო გეგმა

საპროექტო საქმიანობები



პასუხისმგებელი პირი
ვადები
სამუშაო გეგმის შემუშავება


მასწავლებელი,მოსწავლე

ფილმის ყურება


მოსწავლეები,მასწავლებელი

ბიბლიოთეკაში სტუმრობა და წიგნების მოძიება
მოსწავლეები’მასწავლებელი

ოჯახის წევრების გამოკითხვა
მოსწავლეები,მასწავლებელი

მოკლე პრეზენტაცია
მოსწავლეები,მშობლები,ექიმი,მასწავლებლები,სოფლის საზოგადოება

ექსკურსია ვარიანში
მოსწავლეები,მასწავლებელი,მშობლები

ბუკლეტების შედგენა და პრეზენტაციისათვის მზადება


მოსწავლეები

პრეზენტაცია                        მოსწავლეები




                                                                   შეფასება
პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება

მონიტორინგი /შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი,მოსწავლეები

პროექტის მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი


პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის სქემა
საბოლოო შეფასება
მოსწავლეები,მასწავლებელი

პრეზენტაცია,



პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი
პროექტის მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებული იმფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული იმფორმაციის ინტერნეტსაიტის სანდოობას

ვამოწწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
მათ მიერ მოძიებულ იმფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს

შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის

ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
ვაკვირდებით მოსწავლეებს რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს

იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს




პროექტის მონიტორინგი და შეფასება
მოსწავლეთა შფასების ცხრილი
#
კრიტერიუმები
ყოველთვის
ხშირად
არასოდეს
1
შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლიბა




2
არიან თუ არა მოტივირებულნი





3
მოსწავლე მზად არის შეიტანოს წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მოამარაგოს ჯგუფი გამოსადეგი იდეებით



4
მოსწავლე პატივს სცემს სხვის
აზრს,ურთიერთშეთანხმებულად მუშაობს




5
გუნდი მოტივირებული და კრეატიულია





პროექტის განხორციელების პროცესი
მოსწავლეზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარები

შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში



იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებსპროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი.იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე

                                                                 
                                                                   
                   








No comments:

Post a Comment